თაობა
როცა ჰორიზონტს ნისლის ფერი დაფარავს ბინდი, თაღოვან კონტურს ჩამომსჭვალავს ცის მეუფება, ჩავიკარგები მისტიური ჭვრეტის ნაშრევში, უსასრულობა დამაბრუნებს ისევ ფიქრებთან. შფოთავს თაობა ახლებური სიცოცხლის მანით, შეცნობილობის გარდასახვით ნამრავლები ათასი პლასტი, ათასი ფერი, სიჩვილეში ნასახი მზერით ნასხივოსარი, თუმცა თავნება, მაინც მართალი. გზა-სავალები მოზეიმე სიცილებს იკრებს, მრუმე ჩრდილები სიბნელეში მდუმარედ თვლემენ, დროის ჩამომხმარ, კერპად ქცეულ სტერეოტიპებს, ფიტულთა მსგავსად ნაახლარი გზნებიბი ლეწენ. სასურველ მიზანს უსახური ვნებები შორავს, უღმრთო ცხოვრების უგუნურება ისევ გვიმონებს, დედაქალწულო, გვიშველე რამე, შავი დემონი შემოგვჩვევია და ღამ-ღამობით გვტაცებს ნინოებს! დაფერილ დღეებს ძლევის ძალზე გაფანტავს ეშხი, მრთელ სხეულებად მოვნელილი სულისკვეთების, ამ მწველი ალის სავსეობა აგვაფრთოვანებს და ჩანაცვლებულ სამკვიდროში გავწონადდებით. ულამაზესი შეერია ტონები აწმყოს, უწარმტაცესი ასულები უნატიფესს აჩენენ ხილვებს, მი-და-მოგვაკრთობს ნეტარების თრთოლვა საამო, ამ ცის ქვეშეთში სიყვარული მეფებს ისევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი