შემოდგომა
შემოდგომაა, დანაყვითლი ფოთლების ქორო, ამზეურებდა ნახუნარი ფერების გამას. ოქროცურვილში ეხვეოდა ნოემბრის ბოლო, ნარინჯოვანი მორეოდა ძალუმად ქალაქს... სიო სიმშვიდია სამოსელში მმოსავდა თითქოს, მეც შევერიე მიმოფენილ ნაირხატებას, ამიყოლიებს ფრთაფარფატა ქარავნის ბოლო, დავმთავრდები თუ ასერიგად წამიღებს ტალღა... შიშლოებაში ჩამიტოვებს ნარიყი ბედი, კუდიან ქარებს ათრევინებს ჩემს თავს ამაღამ, ჩამოთელილი დავიდუმებ ლოცვათა შვებით, კვლავ აღვდგები და ცხოვრების გზას ასე გავკვალავ... ცის სილურჯეში, სივრცეების ლაბირინთებში, უსასრულობის სიუცხოვემ გამაფერმკრთალა, არ მანებებენ ჩვენი დროის რუხი მსტოვრები, შემს სიგლახაკეს, შემოძარცვულს ტოტების მსგავსად... დავიმყუდროვებ უთბილესი მზის სიახლოვეს, გამაცისკროვნებს ფორიაქა ხავერდოვნება, თვალწამიერად, ისე როგორც აღარასოდეს, ერთობ გადამშლის მეყვსეული გარდასახება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი