საკუთარ თავთან


არასდროს მქონდა , ბუნება მშვიდი 
მდუმარებაშიც , ვყიოდი თითქოს
აქ დღეც არ იყო , არცერთი თბილი
და არც ზამთარი იკლებდა თითქოს 

არასდროს მქონდა , სიზმარი ტკბილი
ჩაძინებულსაც , მღვიძავდა  თითქოს 
აქ  ხსნაც  არ იყო  სამარის  იქით
და არც ლოცვაში , მისმენდნენ თითქოს

არასროს  მქონდა , ხედვები გიჟის
გადარეულიც , ვხვდებოდი თითქოს 
რომ ეს არ იყო , სამყარო მშვიდის 
და ამიტომაც , გავგიჟდი თითქოს

მაგრამ , არასდროს მქონია შიში
ეს იარებიც , მავსებენ   თითქოს 
როგორც ბეღურა გაზაფხულს , ვიცდი ! 
მაგრამ , ყოველდღე თავიდან მითოვს 

შეგრძნება მქომნდა , შეგრძნება  იმის
რომ ყველაფერი  ფარსია თითქოს 
მაგრამ ყოველთვის ვიცოდი ისიც
რომ დანებებას  ,სიკვდილი მიჯობს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
გიორგი სიხარულიძე⚜..:...Carpe Diem...:..⚜10 თვის წინ

კარგი, გულიანი ლექსები გაქ, წერა გააგრძელე❤

M.Grant.4 კვირის წინ

მადლობა მეგობარო 🙏

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი