ნიღბები


შენ ითხოვ რომ ვიყო ნამდვილი 
ვიცი რომ სიყალბეს ვერ იტან 
მე კი ვარ შავფარდა ახდილი 
არც მახსოვს ნამდვილი ჩემი ხმა

შენ ფიქრობ რომ შენთვის შევქმენი 
ასეთ როლს , ხასიათს რომ ვირგებ 
არა ! და იცოდე რომ სცდები 
ეს მე თავს , ჩემს თავს ვარიდებ 

არ მომწონს შფოთვები განცდილი 
არ მომწონს შიში   რომ გამივლებს 
არ მომწონს არ მომწონს არ მომწონს! 
არ მომწონს ბრაზი რომ მამშვიდებს 

შენ ითხოვ რომ ვიყო ნამდვილი 
ვიცი რომ სიყალბეს  ვერ იტან 
მაგრამ მე სარკესთან დაშლილი 
საკუთარ   ანარეკლს ვერ ვიტან

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი