ნანაგრევები


და აი ისევ , მოსჩანს ჩრდილები
არა შავი და არა უღმერთო 
მოკამკამეა , როგორც პრიზმებში 
გადატეხილი , სხივთა სამეფო 

და აი ისევ , შენ გამახსენდი
ის წამი როცა , გვერქვა საერთო
ყველა სიცოცხლეს , შენთვის დავთმობდი
რომ ერთი სიტყვა , კიდევ გამეგო 

კვლავ ისე მინდა , გვერდით მოგიჯდე
კვლავ ისე მინდა , თმაზე შეგეხო 
რამდენი სიტყვა , შემაშრა პირზე 
რამდენი სიტყვა , ბაგეს  არ ენდო

გატყორცნილ ისრებს , ვინ უთვლის ცოდვას
მაგრამ სულ ყველა , გულზე დამესო 
არცერთი ისე არ მაწევს ლოდად 
როგორს ნანგრევი , ჩვენი სამეფოს

და აი ისევ , მოსჩანს ჩრდილები
არა შავი და არა უღმერთო 
მოკამკამე ხარ  , როგორც პრიზმებში 
გადატეხილი , სხივთა სამეფო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი