პატარა ანდერძი


თუ სამშობლოში არ დავიმარხე 
არცერთ სხვა მიწას არ მიმაბაროთ 
დამწვით და ფერფლში ქარი გაფანტეთ   
იმ ქარს მე  ვეტყვი  სად მიმიყვანოს  

ვცხოვრობდი ვცხოვრობ აწიც ვიცხოვრებ 
მხოლოდ სამშობლოს ნატვრას ვიტოვებ  
თუ სხვაგან ყოფასაც ჰქვია სიცოცხლე   
მე შინ წავალ  და მკვდარი მიწოდეთ 

არ მინდა ვიყო ბევრის მთხრობელი 
მაგრამ არც სხვისი მიწის მთხოვნელი 
იქ ჩემს  სოფელში   ჩემს მუხის ძირას 
ვით  ბებოს  კალთას   მოვესვენები

თუ სამშობლოში არ დავიმარხე 
არცერთ სხვა მიწას არ მიმაბაროთ 
არ მინდა მიწა სხვისი  მარადისს
და თუნსაც წამით გულზე მეყაროს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი