პატარა სათხოვარი


თუ სამშობლოში არ დავიმარხე 
არცერთ სხვა მიწას არ მიმაბაროთ 
დამწვით და ფერფლი ქარში გაფანტეთ   
იმ ქარს მე  ვეტყვი  სად  გამიტაცოს  

ვცხოვრობდი ,ვცხოვრობ აწიც ვიცხოვრებ 
მხოლოდ სამშობლოს ნატვრას ვიტოვებ  
თუ სხვაგან ყოფას  ჰქვია სიცოცხლე   
მე შინ წავალ  და მკვდარი მიწოდეთ 

არ მინდა ვიყო ბევრის მთხრობელი 
მაგრამ არც სხვისი მიწის მთხოვნელი 
იქ ჩემს  სოფელში   ჩემს მუხის ძირას 
ვით  ბებოს  კალთას   მოვესვენები

თუ სამშობლოში არ დავიმარხე 
არცერთ სხვა მიწას არ მიმაბაროთ 
არ მინდა მიწა სხვისი  მარადისს
ან თუნდაც  წამით გულზე მეყაროს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი