ანტონიმი
დაშლილი ქოლგა მიათრეს ქარებს ცა მოკეცილი ქედებში ცურავს მდინარე აღმა მიაპობს ტალღებს მე კი სიცოცხლე მკვდარივით მსურდა ნატყორცნი ტყვია გაურბის ირმებს აქ მგლების ხროვა გაფატრა ცხვარმა ნაგაზებს სძინავთ მწყემსი გზას უყეფს თუ დარჩა რამე ? რაც წაღმა ბრუნავს ასე თუ არის , ასე თუ რჩება თუ გაზაფხული ზამთარი ხდება მაშინ ვისურვებ რომ ისე გძულდე როგორც ყვავილებს პეპლების ფრენა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი