გათენება


მერამდენეა, დღე არ გასულა  არ ამეღწერა 
ჩემი ფეთება 
ეს გათენება ოკეანების და მელოდიის შემოფეთება 
როგორ მიათრევს ქარებს ფოთოლი ,
როგორ მიდის და მიეხეტება
როგორ  მავედრებს   ხოლმე წვიმები ,
შენი  თვალების შემოფეთებას 
მერამდენეა , დღეა არ გასულა  არ ამეღწერა 
შენთვის ლექსებად 
ეს გათენება ოკეანების და მელოდიის 
შემოფეთება
როგორ მიარღვევს ღამეს სითეთრე
როგორ არ უჭირს გადათენება 
როგორ  არ გატყდა ჩემი იმედი 
როგორ  გადატყდა ღამე ფერებად

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი