პირობა დაბადებამდე
ნეტავ რას შევპირდი ჩემს დაბადებამდე
აბა უპირობოდ აქ ვინ მომავლენდა
რა პირობა დავდე ასე უპოვნელი
გაჩენიდან დღემდე, რომ არ მაგონდება
ვიცი რომ მაქვს ძალა , სიტყვის ასრულების
ოღონდ მე ის სიტყვა ჯერ არ მახსენდება
როცა მოვა ჟამი ჩემი გახსენების
ჩემი დაბადებაც მაშინ აითვლება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი