უკვე ვნახე , გავიარე
დამიშვია უამრავი ცდომილება დამიშვია არასოდეს დასაშვებიც გამიშვია შანსებიც და უშანსობაც გამიშვია არასოდეს გასაშვებიც ამიშვია უამრავჯერ უფხიზლობა ამიშვია ჯაჭვებიც და იალქნებიც წუთში ალბათ საუკუნე გამივლია და ისეთი რომ არ იყო გასავლელი მეგობრობა არაფერში გამიცვლია ან რაშია მეგობრობა გასაცვლელი !? რაც მომანდეს არაფერი გამიცია რაც გავეცი მიჩუქნია ყველაფერი გზად რამდენი ჩასაფრება დამხვედრია და რამედი კიდევ დამრჩა დასახვედრი უფლის გარდა სხვისი რიდი არ მქონია და არც შიში არ მქონია ვინმე სხვისი მე ხომ ვიცი როგორია გამოხედვა და ღიმილიც კარგად ვიცი იუდასი ! აღარ ვამბობ როგორ ვიცნობ გადახვევას გზიდან არა , გადახვევას მოღალატის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი