გარიყულები
რა ვქნა ვერ იტევს ეს ქაღალდი ჩემს აფეთქებას რა ვქნა არ ჰყოფნის განცდის მორევს სიტყვის მარაგი როგორ გინდა რომ ასე მშვიდად ასე მარტივად ბედს შევაგუო აღელვება ცამდე მართალი რა ვქნა ლუკმა თუ არ გადამდის გული არ მიშვებს სასმისებს თუ არ გავაცალე ყურძნის მტევანი რა ვქნა თუ ფიქრი არ მასვენებს არ მაზეიმებს ობლად ხვდებიან შობის ღამეს თავშესაფარში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი