ყველგან გეძებე
თავსხმა მორეული ჩემი საზრუნავი სეტყვად დატეხილი შენზე ფიქრებია მძიმედ მოსეირნე გატეხილი ლანდი შენთვის საძებლენად ნიავს შეერია სად არ გეძებე და სად არ დავიარე სად არ ვიწვიმე და ნისლად ჩამივლია სეტყვაც მოვირგე და მთვარის ანარეკლიც იქნებ რომელიმე მაინც შეგემჩნია უკან დაიხია ისევ მზის სხივებმა აი ისევ ღამე მოდის სანუგეშოდ შენზე ვერაფერი დღემდე ვერ ვუამბე სიტყვა არ შემომრჩა ერთი სანუგეშო თავსხმად დატეხილი ჩემი საფიქრალი სიტყვებს ვერ აგროვებს ბაგეს გამოეყოს აზრებს მოკლებული ჩემი განთიადი სანამ გადატყდება იქნებ გადამთელოს სად არ გეძებე და სად არ დავქროლე სად არ ვიწვიმე და ნისლად ჩამივლია იქნებ შენ იყავი ყველა ვარდის გაშლა მაგრამ ბედისწერამ კვალი ამირია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი