დიდება


დიდება ქართველს    დიდება უფალს 
დიდება   სიტყვას  მკაფიოდ თქმულსაც
დიდება  დუმილს  დაცემულ გმირთა 
დიდება  დედის  ცრემლების  სულთა 
 
დიდება ტაძარს   ნაომარს  წმინდას 
ათასჯერ ნაცად წართმეულ მიწას
დიდება ენას  ღვთიურად ნაკურთხს 
დიდება სიკვდილთან მეომარ მამულს 

დიდება მთებში გახიზნულ მამებს 
გულწრფელი ლოცვით დაღვენთილ სანთელს დიდება სისხლში  მონათლულ ქართველს
მარადიულად სიკვდილზე   წამსვლელს

დიდება მიწას  ღვთისმშობლის სახელს 
წაქცეულისთვის მიშველილ მკლავებს 
დიდება ყველა  უბრალო ქართველს
ვისი სიცოცხლეც სამშობლოს არ  ვნებს
 
ამინ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი