.


რა  სევდიანად მოიცრიცა დილის აჩრდილი
დღეს ალბათ ისევ მოიხურავს წვიმა ალიონს
მომეფინება მოგონება   გზა დაკარგულის
და ჩემთან ერთად გააბოლებს ზეცა ყალიონს

რა უცნაურად მოიძურწა ნისლი სარკმელთან 
ალბათ იფიქრა  მისი მოსვლა მეწყინებოდა
მაგრამ რა იცის მოარყისფრო დილის ნიავმა
როგორ  უხდება მისი ფერი ჩემს მოგონებას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი