ისე
უკვე აღარ ვწერდი მე ლექსის სტრიქონებს , რატომ? არ ვიცი უბრალოდ ისე, ახლა კი შენ გიძღვნი, გრძნობები მიხმობენ და ესეც არ ვიცი, ან ესეც ისე, შენს თვალებს ვხედავდი , თაფლისფერ მიმოზებს გრძნობებით შეიპყრეს ჩამძირეს ისევ , თმებზე გეხებოდი ყურს უკან გიწევდი და ესეც უბრალოდ მომწონდა ისე, სახეს გეხებოდი და ვგრძნობდი სინაზეს ძალიან მოსწონდათ ჩემს თითებს ისეთს , არასდროს ვიყავი მეტად ბედნიერი როცა ვიგრძენი მაგ ტუჩის სისქე, თვალები, ტუჩები და შენი კანი , მე შემიყვარდა და ესეც ისე , არასდროს ვიყავი ასეთი შეშლილი და წერას ვიწყებ ისევ და ისევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი