მაპატია


არაფერს, აქვს აზრი, თითქოს…
თუნდ’ თხზულება დამეწერა…
“მობი დიკი”, სატრფოვ, “გეცბი”,
ყველაფერი, მექცა ფერფლად…

ალი გასდევს არე-მარეს!
ხომ, ეს, მანაც მაპატია (?)…
ლექსთა კონა, უბრალოა,
ნაწერები, არაკია…

- შენ ხარ! (დარდით შემოგცქერი…
წამი, წუთი მარილდება…)
- შენ, რომელიც არ მოუსმენს,
ყველას! (ლანდიც, მავიწყდება…)

ღრმად, ჩემს გულში, რაღაც ხდება:
გარიჟრაჟი, ავდარია…
არა, თავის შეცოდება,
და ეს ქარგვა, მაპატია…

თავს, რომ ვკარგავ, შენს ღიმილში…
ის, არ მისმენს… ამას ვხვდები…
ხელებს, მაგრად მოგხვევ, ძლიერ…
ოდესღაც, მეც დავიღლები…

მაპატია, როგორც ხალხის,
ყველას, ცოდვა აბარია.
მე, ცხოვრება ჩავისუნთქე.
გარბის, მივზდევ რახანია…

26 - 29.07.25

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი