და შენ


და შენ, ცხოვრების ზღვაო, 
ცრუ იმედების ხავსო, 
მწარე ცრემლებით ვსხვაობთ,  
დაუდგრომლობით ვმსგავსობთ. 

ვრცელი ხარ, შენში არ ჩანს
არც ფსკერი, არც ნაპირი 
და შენ არ გიწევს გარჯა, 
გულის გატეხვა ხშირი. 

ჩვენ კი, გრძელ გზათა იქით,
გველის ნაგლეჯი მიწის. 
და თუმც ტკივილებს ვიმკით, 
მაინც ვბორგავთ და ვიბრძვით. 

და თურმე, კი არ გვიშლი,
კი არ გვანგრევ და გვლეწავ, 
ცდილობ, შეგვძინო შიში, 
მიგვაახლოვო ზეცას

და თურმე, იმედებიც, 
შენ გამო კი არ ხავსობს, 
ცრუდ მოვედ-მივედებით
ფუჭად ვგლოვობთ და ვფლასობთ.

დრო კი, ხმაურით მიდის
უკან სიჩუმეს ტოვებს,
და თურმე იმად ვღირდი,
რასაც ტკივილით ვპოვებ.

მიდის...ცხოვრების ზღვაო,
ცრუ იმედების ხავსო, 
ჩვენ უკვდავებით ვსხვაობთ, 
და წარმავლობით ვმსგავსობთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი