ამ გზაზე ჩაუვლიათ


ამ გზაზე ჩაუვლია სამას არაგველსო,
ამ გზაზე ჩაუვლიათ.
არაგვი ხმაურობდა, მაშინაც ხმაურობდა
ამ გზაზე ჩაუვლიათ. 
ზურგი არ აქციეს მეფის დაძახილსო, 
ამ გზაზე ჩაუვლიათ. 
თავი შეავედრეს წმინდა გიორგისო,
ამ გზაზე ჩაუვლიათ.
ემშვიდობებოდნენ ყველას ხეს და ქვასო,
ამ გზაზე ჩაუვლიათ. 
ვეძებ ნაფეხურებს, ეგებ სადმე შერჩა
ამ გზაზე ჩაუვლიათ.
არაგვს ვეკითხები, იცი რამე ბეჩა?
ამ გზაზე ჩაუვლიათ. 
ვიდოდენ მდუმარენი, ვიდოდენ მდუმარენი. 
ამ გზაზე ჩაუვლიათ. 
მთები უყვარდათო, მთები უყვარდათო
ამ გზაზე ჩაუვლიათ. 
განა სიყვარული, განა ერთგულება
დანაშაულია?
ამ გზაზე ჩაუვლიათ. 
ყველა ბარში დარჩა, ყველა ბარში დარჩა,
ამ გზაზე ჩაუვლიათ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი