მიზეზთა და გამო
მიზეზთა და მიზეზთა და მიზეზთა და გამო, ვიცი, ვერ შეჩერდებოდი მსწრაფლ ჩავლილო წამო. თან იმდენთა, თან მძიმეთა წუხილთა აღმგავო, თან ისეთთა, სულ მზისებრთა სიხარულთა კავო. ვინ შეგიპყრას, ვით მოგალბოს ან რით შეგაკავოს? შენ შეკავდე, ვინ გალეწოს წუთისოფლის კალო? სიზმრისაებრ, ნისლისაებრ ჩრდილო გადამქრალო, თვალი რომ ვერ გაგისწორე, შენ, დრო-ჟამის თვალო. იქნება შენ მეტსად დარდობ, იქნებ მეტსად ჯავრობ, კეთილთა აღმავსებელო (გამხარებელო), ავთა დამსაჯარო. ქარო, ქარზე უსწრაფესო, დახურულო კარო. ვიცი, ვიცი, კარგად ვიცი...მიზეზთა და გამო წამითაც ვერ გაჩერდები, წამზე ჩქარო წამო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი