ჩამიჩი
ჩამოსცვენიათ ხეებს ფოთლები უმზერ და გიკვირს, თითქოს არ იცი ასე რომ სცვივათ ყოველ წელს. დნება თოვლი. ფოთლების შრება ჩამიჩი. და გიკვირს, თითქოს არ გწვავდეს სახეს ოცდამეშვიდე დეკემბრის სუსხი ან არ გენახოს რაც უკვე ნახე წყლის ნაცვლად სისხლი რასაც დაუსხი ან არ გეგემოს ტკივილის გემო და რასაც იცავ, და რასაც ჩემობ თითქოსდა სისხლში არ გქონდეს ისეც ძნელ ქარიშხლებში გაზრდილო გემო და აღარ ძალგიძს არ მიაპობდე და აღარ ძალგიძს რომ არ ამბობდე და აღარ ძალგიძს რომ არ ლამობდე მამა-პაპანი რასაც ლამობდნენ და აღარ ძალგიძს რომ არ გიყვარდეს ღვინის სუნი და დედის ხელები და კვლავ ბავშვურად არ გაგიხარდეს ცოლის ფეხის ხმა და გახელებით დნება და დნება თოვლი და შრება ჩამიჩი. ოცდამეშვიდედ მოდის ახალი წელი. უფრო მძიმდება ბულმბულზე უფრო მსუბუქი ლოდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი