0 0 66
სხივი
1.
თურმე ჩემს თავსასთუმალ-
თან დილის სხივი ელავს.
გაღვიძებისას უმალ
თვალები ამიჭრელა.
ნათელი ჩამოშაქრა,
თითქოს სათქმელი მითხრა.
მე ვერ გავუგე, მაგრამ
ბრწყინავდა კიდევ დიდხანს.
კოსმოს-გამოვლილს, დაღლილს
რა აბრწყინებდა ნეტავ?...
პატარა ბავშვის სახის,
ცინცხალ ნათელს რომ მფენდა.
2.
მიაპობს დროის კოსმოსს,
მიჰკვეთს, მიბრწყინავს, მიქრის!
ფურცელზე კალმის გასმით
გამოტყორცნილი ფიქრი.
მიაპობს ქარტეხილებს,
და დავიწყების ქარ-მტვერს,
ღამეთა გამტეხველი,
ახალ გრძნობათა მართვე.
რომ გაუნათოს ვისმეს,
იმედი გაუღვივოს,
რომ მიეშუქოს, მისწვდეს
და მიე-დილის-სხივოს.
მაგრამ არც ამას კმარობს,
კვლავ და კვლავ მიჰკვეთს, მიქრის!
ფურცელზე გასმულ კალმით
გამოტყორცნილი ფიქრი.