ხმაურობს მიწა


ხმაურობს მიწა, ხმაურობს ცეცხლი
ხმაურობს წყალი, ხმაურობს გული.
და ვერ კლავს წვიმა, ქარი ვერ აცხრობს
მარადისობის შიმშილს და წყურვილს.

იზრდება ჩრდილი და მიწისფერი,
მიწად მისაქცევს დაჰყვება ვიდრე
თხა ან ცხოვარი, ღრძო ან სიწრფელე
ნარგუნებ ადგილს არ დაიმკვიდრებს

ხმაურობს კაცი და გული უხურს
ხმაურობს, ეძებს და სისხლი ყივის.
მატარებლების გადავლის გრუხუნს
ჩამავალი მზის მიჰყვება სხივი.

და გადასავლელ ხმით და მზით დამცხრალს
მაინც უხურს და უღელავს გული. 
და ვერ კლავს წვიმა(ხმაურობს ცეცხლი) 
მარადისობის შიმშილს და წყურვილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი