დღე გადაქრა


დღე გადაქრა ღრუბელივით დროის ცაზე 
ბინდი მოდის, ბინდი მოდის, ბინდდება.
დღე გადაქრა ღრუბელივით. დროის წამზომს
ხმა არა აქვს. წლები მიიზვირთება.

მიდიოდა, მიდიოდა ნება-ნება
(ბინდი მოდის, ბინდის მოდის, ბინდდება)
და გადაქრა ღრუბელივით, მიმგვანება
ვერაფერზე მოვასწარი(ბინდდება).
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი