გზა იყო გრძელი


გზა იყო გრძელი და ოკრობოკრო,
ჩვენ არაფერი გვქონდა სათქმელი.
გზა იყო გრძელი და მაინც მოკლე
და მზე ქრებოდა, როგორც სანთელი.

ზაფხულის მწვანე და გრძელ მოსასხამს, 
უკვე შეხსნოდა ყვითლად საყელო.
სციოდათ საფლავთ დუმილის სუსხით,
სახელიანებს და უსახელოთ.

სახელიანებს და უსახელოთ,
ჩუმად სტკიოდათ საფლავთ სათქმელი.
ზაფხულს შეხსნოდა ყვითლად საყელო
და მზე ქრებოდა როგორც სანთელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი