დედი
ქედის ზემოთ ქედი ჩანს, მის ზემოთაც ქედი მათ ზემოთ კი მთვარეა - ამოსულა დედი. სიკვდილივით უჩინო, სწრაფი, უცაბედი, მოდის ღამე, ღამდება, ღამე არის დედი. მე რაც ლუწი მეგონა, ის აღმოჩნდა კენტი, მაგრამ კენტი არა ვარ, შენ რომ მყავხარ დედი. ბავშვის მუჭზე პატარა, ზღვაზე უფრო მეტი - ხან ბრწყინავს, ხან ციმციმებს ცრემლის ერთი წვეთი. მისმა შუქმა მატარა და მის შუქზე ვწერდი. მის გარშემო იკვრება ამ ცხოვრების წრედი. ბნელ დღეს, ნათელ ღამეეებს მისით ვითენებდი, მისი სხივი ყოფილა, მე მზეს ვაკუთვნებდი. ზამთარშიც რომ ცხელოდა, შვებას მგვრიდა დედი, შენი სუნთქვა ყოფილა, სიოს ვაბრალებდი. გზა რომ რთული მეგონა, იოლად რომ ვვლებდი, შენი ლოცვა ყოფილა, შენი დარდი დედი. ბალახ-ბულახს აცლიდი, ეკალს ჩუმად კრეფდი, მე უეკლო მეგონა, გულზე ვიმაგრებდი. ცურვით რომ ვიღლებოდი, ფეხს მადგმევინებდი. შენი მიწა ყოფილა, შენი კუნძულეთი. ხან ციმციმებს, ხან ბრწყინავს! დღეც და ღამეც. გვერდით, ველი მოჩანს, ველს იქით ქედი არის დედი, ქედს ზემოთაც ქედი ჩანს, მის ზემოთაც ქედი მათ ზემოთ კი მთვარეა - ამოსულა დედი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი