0 0 70
გაზაფხულო
კუშტი და ნაფითრევი,
ზამთრული და მოზარე,
გადამხმარი მინდვრები
მოა-ია-სოსანე.
მოაქროლე, მობერე
თბილი ნიავქარები,
წითელ-ყვითლად მოფერე
ჭრელი მინანქარებით.
ააფრინე პეპელა,
ბალახ-ბალახ მლტოლველი
და შემოსე ფერ-ფერად,
მთები დანათოვლელი.
მიწას, უტყვსა მოამბეს
ველებს, ქედებს, ფერდობებს
მოეწვიმე, მოალბე,
ტყემლებს გადმოეთოვე.
ააცელქე ბალღები
აათამაშ-თამაშე
ცა, სივრცე და ბაღები
გადააბრწყინ-კაშკაშე.
ბალი მწვანედ შეფოთლე,
კვირტი აუქავილე
ბოლოს სახლშიც შემოდი,
მოგვწვდი, მოგვეყვავილე.
კუშტი და ნაფითრევი,
ზამთრული და მოზარე,
გადამხმარი მინდვრები
მოა-ია-სოსანე.