0 0 29
ნელა ჭრიალებს კარი
ძველ სახლს და ეზოს, ბალახ-გადავლილს
შემოსჩვევია ქარი.
გაბრუებული და ნახვატარი,
ნელა ჭრიალებს კარი.
მე ხომ აქ დამრჩა ჩემი ბავშვობა,
როგორც სიცხეში ქუდი.
ვიჩქარე სარბენ-სათამაშოდ და
უკან არ შემოვბრუნდი.
აქ ჩაინავლა, აქ ჩაიმალა
ამ ბუჩქნარ-სანახებში.
გავწი-გამოვწევ ჩირგვებს და ბალახს,
მიწა შემრჩება ხელში.
ვინ გამოაღოს სახლის ფანჯარა
და ნატვრა აისრულოს.
ხელებგაშლილი შემხვდეს ჩქარ-ჩქარა,
შემომესიხარულოს.
ვინ დაიქანცოს და კვლავ ეწამოს,
უკუნში მკრთომველ ლამპრად.
ან სადღა ვპოვებ ღამის მეწამულ
ნისლში გაფრენილ ზღაპარს.
შემოსჩვევია, ბალახ-გადავლილს,
კედლებ-მდუმარეს ქარი.
გაბრუებული და ნახვატარი,
ნელა ჭრიალებს კარი.