რა იქნებოდა ერთ ლექსს იტყოდე?


რა იქნებოდა ერთ ლექსს დაწერდე?
ამოითქმოდე, ამოიტყოდე. 
შენს თავთან დავას რომ მორჩებოდე
სხვასთანაც აღარაფერს იყოფდე. 
მიუტევებდე და დაუთმობდე, 
ამავალს კიბედ აეკიბვოდე.
დასაკლებელი რომ დაიკლებდეს,
მოსამატი რომ დახვავდებოდეს, 
ყვავილი მართლა აყვავდებოდეს,
ზამთარ-ზაფხული განსხვავდებოდეს,
მოხუცის გული აჩქარდებოდეს, 
ჭაბუკის გული დაწყნარდებოდეს,
მთაში სოფელი აჩქამდებოდეს, 
მტერ-მოყვარე რომ დაზავდებოდეს,
გამმკლავებელი გამკლავებოდეს,
ქარწასაღები გაქარდებოდეს,
ქრისტეს დიდება დამყარდებოდეს.
შენს თავთან დავას რომ მორჩებოდე
სხვასთანაც აღარაფერს იყოფდე. 
რა იქნებოდა ერთ ლექსს იტყოდე?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი