სანამ


სანამ წვიმა წალეკავს,
სანამ ქარი წაიღებს,
მოწითალო ჩარექას,
დოქებს, წალიკ-წალიკებს.
ღამე კვლავ შეგირიგებს,
და გული დაივიწყებს,
ვერ-გაკვალულ ბილიკებს,
განვლილ დღეთა სიფიცხეს. 
გეყოს მღერა-თამაში, 
ჭიქას ხელი მოჰკიდე,
სანამ ღამის ყანაში,
ცხელ ვარსკვლავებს მომკიდე.
სანამ წვიმა წალეკავს, 
სანამ ქარი წაიღებს,
მოწითალო ჩარექას,
დოქებს, წალიკ-წალიკებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი