არც არი
ბავშვობა, მზის ხეივნები და გაზაფხულის ხანძარი, ჩამქვრალა, ჩანავლებულა თითქოს არც იყო, არც არის. ქარი, ველზე რომ დაქროდა, ღამეს აკრთობდა ხმამწარი, წასულა, გადაუვლია, იყო, არ იყო? არც არი. გოგო, გზას რომ გაჰყურებდი, მისთვის რომ იყავ დამწვარი, აღარც გზა არის, აღარც ის, იყო, არ იყო? არც არის. მთების გადაღმა მზე ენთო, მიველ, არ დამხვდა ნაცარიც. მზე იყო, მზე არ ყოფილა, იყო, არ იყო? არც არის. ტყუილ-მართალის რკვევაში, მიდის ცხოვრება, ტკბილმწარი. მიდის, წავიდა, წასულა, თითქოს არც იყო, არც არის. ბოლოს სულ შენთან მოვედი, ღმერთო, ხმა ვეღარ დავძარი, და სხვაგან, სადაც კი ვიყავ, ვიყავ, არც ვიყავ, არც ვარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი