სიცხე


სიცხე აწვალებს ბალახს
გრძელსა და გამხმარ ღეროს
სურს დაუბრუნდეს მიწის
გრილ და უშფოთველ წიაღს.	
იწვის ცა, მიწა, ქალაქს
(ქარში ლივლივებს მდელო.
სურნელი გამხმარ წიწვის.
დილა) ჯერ კიდევ სძინავს.
და გრძელი ღრუბლის ჩრდილი
მიცოცავს ნელა, ზლაზვნით.
მზე ცაზე კვალს არ ტოვებს
ხსოვნაში რჩება მხოლოდ.
დღესაც მთელი დღე ვივლი.
ნაცნობი მხვდება გზაზე.
ქალაქი-ცხელი თონე. 
„მაგრად დაცხება ხვალაც“.
„დრო როგორ ნელა გადის...
„ახლა სოფელში დამსვა....“
„ლუდს კი დალევდა კაცი“
„ცოტა კი ცხელა მარა....“
„ჩემს კლასელს როგორ გავდა...“
„იქნებ მოესწროს დღესვე“
„მთვარეც ამოვა აწი....“
„დრო გადის როგორ ჩქარა“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი