ნისლი


ცხვრის ფარასავით შემომხვდა ნისლი
მაღალ მთებისკენ მიმავალ გზაზე
და თითქოს სუნი დაიკრა მგლისა
აეჩქარა და ხორხის ზურგს ასდევს

გაცრეცილ სივრცეს ბინდი აბუქებს
ბავშვურად მაკრთობს გრძელი ჩრდილები
თუმცკი ბავშვობა დამთავრდა უკვე
როდის - ვერ ვიტყვი დანამდვილებით

ქარები დაბლა ხევში ღრეობენ
ტყიდან ტოტების მტვრევის ხმა ისმის
და ჩამუქებულ ქართლის ხეობებს
ცხვრის ფარასავით მიქეჩავს ნისლი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი