აპრილის ლოცვა


ეხლა ხატების წინ დამხობილი,
ლოცვას კითხულობს ჩუმად აპრილი.
ეხლა ღრმა გახლავს ჩემი წუხილი —
ღრმა და ცასავით შეუხებელი.

ეხლა უხმოა ჩემი ცრემლები,
ვით ცაზე ღრუბლის ამოფრქვევები.
ეხლა ჩემი თვალებიც გარბის,
გარბის სადღაც ელვარე ქარში.

ვიცი, კვლავ ყვავის შენი თვალები,
ამოუხსნელი სევდის ბგერებით.
ვიცი, ძნელია უღვთო გლოვის ჟამს,
იმედი ქარგო ცივი ცრემლებით.

ეხლა ხატების წინ დამხობილი,
ლოცვას კითხულობს ჩუმად აპრილი.
ვიცი, ძნელია განშორების დროს
ქარს არ გადასცე უცხო მანდილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი