ტკივილი


გრძნობებს გიტოვებ, სულო, სატირლად,
ვით შემოდგომას ხეები — ფოთლებს.
წავალ — დარდს დავრგავ მთაზე ნისლებად,
რომ გულიც, ჩემი, მასში გაეხვეს.
ვით სული — ჩემი, მიწიდან ცაზე,
ისე — გადაგრგავ გულიდან მთაზე,
რომ მთები იყოს შენი სასულე,
ტკივილო ჩემში, ცის სილაჟვარდევ.
გაგაფრენ, როგორც მშვიდი სიზმარი,
და გაგექცევი, ვით ქარს, ოცნება,
რომ ვეღარ შეძლო ცხოვრება ჩემში,
როგორც უსახლკარო, ობოლი ბავშვი.
მეც გავფრინდები, ვით მზე ნისლიდან,
და გავაქროლებ ფიქრებს ბნელხმიანს.
შენ კი აღსდგები, როგორც ფენიქსი,
და ვიცი, შენ სულს გულში შემიტან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი