თანასწორი
არ ამიტირდეთ, ჩემო ფიქრებო, წარსული გრძნობად არ მოიფაროთ! თორემ, სიკვდილო, დაუძლეველო, ვიცი — გწადია, რომ დამამარცხო. მაგრამ მარცხდება, განა, პოეტი?! პოეტის სული ცრემლებით იბრძვის! ყოველი ცრემლი, ჩემგან წამკსდარი, ივსება შენზე შურისძიებით. ადრე სასულე დაწვი წარსულით — ახლა ფიქრიც გინდა წამართვა?! უკვდავო, ვფიცავ — ტანჯვით მოკვდები! შენივე ცოდვა ჩაგარტყავს ლახვარს! სიკვდილო, მჯერა ჩემი ტკივილის და ჯოჯოხეთის, რაც მე გადამხდა. მჯერა — მოგწყდება ერთ დღეს სულიც და უფლიდან ითხოვს თავისვე განსჯას! გული რომ არ გაქვს — ჩემთვის ცხადია. არც ადრე გქონდა, როგორც ამ საფლავს — დეიდაჩემი იქ რომ მარხია, შენგან ბოძებულ ბედით მარხია! დღეიდან ვეღარ გიწოდებ უკვდავს — დროა, ჩვენც გავხდეთ თანასწორია! ჩვენ შორის ღმერთად ჩადგება სული — და შენ იქნები განწირულია! დროა აღსრულდეს! იგემო, დროა — ობოლი მგოსნის შურისძიება! ჩემი წარსული შენს სულში ჩამაქვს, რომ ჩემი ცოდვით შიგ გამოიწვა! გული რომ არ გაქვს — ჩემთვის ცხადია. არც ადრე გქონდა, როგორც ამ საფლავს — დეიდაჩემი იქ რომ მარხია, შენგან ბოძებულ ბედით მარხია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი