შეხვედრა უკვდავებასთან
ბიჭი, დაჭრილი ოცნების ხედით, სიკვდილს დაუჯდა დანისლულ ფრთაზე, და უყვებოდა ცრემლების ფრქვევით უკვდავს — მის ულაჟვარდო წარსულზე. სიკვდილი უსმენს, სიკვდილი წყრება, ბიჭის სულს ვერაფრით ვერ ემართლება. იცის, იცის თავად ეშმაკმაც, რომ უკვდავებაც სადღაც მარცხდება. და მიდი ეხლა, ჩემო სიკვდილო, გაბედე ერთი ბიჭის დაჩაგვრა! ცოტაც მაკლია, რომ მოგიფრინდე და შენგან ნაბოძებ წარსულით დაგჭრა. ეგ ბიჭი, დაჭრილი ოცნების ხედით, ცამეტი წელი ტიროდა წარსულს, და შენ არგუნე მას ჯოჯოხეთი, რომ მომკვდარიყო, როგორც შენა გსურს. ეხლა ყური მიგდე, უკვდავო, და მოისმინე ბიჭის წყურვილი. ეხლა ბევრი მაქვს სალაპარაკო, მაგრამ ბიჭს ბევრად მეტი აქვს დარდი. ბიჭი დადუმდა, ვით მთაზე ნისლი, ის იმედის ქარს არ დაელოდა. მერე ატირდა, როგორც ტირიფი, და მისი სიტყვა სიკვდილს გადასცა. რამდენი წელიც ობლად მამყოფე, მინდა იმდენი ტყვიით რომ დაგჭრა, რომ შენც შეიგრძნო ჩემი სიმწარე და სულით ნატარი ტკივილი, რაც მაქვს. სიკვდილი თავს ხრის, მიწას დასცქერის და აზანზარებს სივრცეს თვალებით. ფიქრობს: „როგორ, თუ ის ერთადერთიც უნდა დამარცხდეს ბიჭის წინაშე?“ და მიდი ეხლა, ჩემო სიკვდილო, გაბედე ერთი ბიჭის დაჩაგვრა! ცოტაც მაკლია, რომ მოგიფრინდე და შენგან ნაბოძებ წარსულით დაგჭრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი