აზრი
ისეთ დროებას მოვესწარ არაფერსა აქვს აზრი, ასე უაზროდ მისდევენ ერთურთს წუთი და საათი. და მეც უაზროდ დავდივარ, არაფრისა მაქვს დარდი და ასე ვივლი ბოლომდე, თუ არ გამიჩნდა აზრი. სხვებიც ამ დღეში არიან, მათაც არა აქვთ აზრი, იმათაც ვეღარ გაიგეს - ყოფა ცხოვრების არსი... აზრიანებიც არიან, იციან ყოფის ფასი და მათთვის არის ცხოვრება სისხლსავსე, ძლიერ კარგი. იციან სინდის-ნამუსი არ არის მათთვის მარგი, თუ დაივიწყებ ორივეს, მაშინ გექნება აზრი. ჩემთვისაც უთქვამს ზოგიერთს, მოგვბაძე, გქონდეს აზრი, მაგრამ ვარჩიე რომ ვიყო ,,უაზრო", მაგრამ კაცი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი