ადამიანის განცდა


ღამის წყვდიადმა შთანთქა
ულამაზესი ხედი, მერე მოვარდა
ქარი ააშრიალა ხენი, დიდხანს
წიოდა გარეთ არ ეტყობოდა
დაღლა თითქოს ებრძოდა ვინმეს
უნდოდა მისი შთანთქმა.

ასე გავიდა ღამე დილისთვის
ქარიც ჩადგა, რიჟრაჟმა მოიტანა
სრული სიმშვიდის განცდა, სულ
სხვა ძალა აქვს მზის შუქს, სხვა
ეფექტი აქვს სითბოს ადამიანის
დარდებს სწორედ ისინი იწოვს.

ისევ დადგება ღამე არ დააყოვნებს
ქარიც კვლავ აგეშლება ფიქრი
შემოგაწვება დარდი,საფიქრალს 
რა გამოლევს ასე მოაწყო ბედმა
და ეს უნარი ფიქრის თუ დიდი 
დარდის გრძნობა განაპირობებს
სწორედ ადამიანად ყოფნას.

დავით კვარაცხელია
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი