მოკრძალებული რჩევა


გაიარე შენს ქალაქში მიმოავლე
ირგვლივ თვალი, ვინმე ნაცნობი
შეგხვდება ზოგიც ძველი მეგობარი, 
ბევრი საერთოდ წასულა ამ ქვეყანას
აღარ არი, რაგინდ ღვინო წაუქციონ
ვეღარ დაბრუნდება სახლში.

ვიღაც კარგად გვახსენდება ზოგი
გახსენებად არც ღირს, მარტო
კარგი მოვიგონოთ ავს ნუ შევინახავთ
თავში, იმათ არა ეშველებათ თქვენ
კი ამ ერთ ცოდვას ასცდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი