ეგრეა?


არ სჭირდებათ რამე ლექსი
არც პოემა სიტყვა უხვი,
აღარ უნდათ სიტყვის სმენა
არც სხვა რამე შესამეცნი.

ყველა გაქცევაზე ფიქრობს
და გაურბის გვერდით თვალი,
თუკი წასვლა მოახერხა არც კი
მოიხედავს აქით.

ალბათ სხვაგან ეგულება რაც
არ ყოფნის ქვეყანაში თუმცა
ბევრი ისევ რჩება ალბათ არ
მიეცათ შანსი.

სამშობლოს და სახელმწიფოს
ერი ქმნის და ასაზრდოებს,
თუკი ყველა გაიქცევა ვიღას
დარჩეს ეს სამოთხე.

მაგრამ ამას ცოტა ფიქრობს,
დაწანწალებს მარჯვნივ მარცხნივ,
ერთმანეთის შურისაგან ლამის
ბოღმით გასკდეს ხალხი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი