რისხვა


გადავაგორეთ ზამთარი
ახლა წაგვლეკეს წვიმებმა
აღარ გვეღირსა მზის სხივის
ნახვა და გამობრწყინება.

ამდენმა წვიმამ ავდარმა
ხასიათიც კი გვიცვალა
სულ შეგვეცვალა ზნე-წესი
აგრესიისკენ იძალა.

ღიმილი გაიშვიათდა
სუყველა დაძაბულია მარტო
ამინდი ალბათ აქ 
მიზეზად არ აღიქმება.

რეალურად კი სხვა არის
მიზეზი ჭმუნვა რისხვისა,
თქვენს თავებს კითხეთ ვის
რისგან გულში გაქვთ ეს
განრისხება.

დავით კვარაცხელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი