მთავარი


ვის რა ჰგონია არის მთავარი,
ცხოვრების არსი ამოსავალი,
ვის რა ჰგონია არის სიკეთე,
ყველაფრისაგან გამოსავალი.

თუ დაავიწყდი მტერს და მოყვარეს
აღარ ახსოვხარ ბედსა და იღბალს,
შენ მაინც სცადე არ დაივიწყო
შენი თავი და შენი მოყვარე.

ბოროტება ხომ მიმალულია
და გაკვირდება ჩუმად, მალულად
და ყველასაგან მივიწყებული მისი
სამიზნე გახდები უმალ.

ამ ბოროტებას რომ გაუმკლავდე,
მიტომ გჭირდება თავიც, მოყვარეც
ყველაფერს ალბათ ვერ ეშველება
მაგრამ სიკეთე ფარად იფარე

შეგიმსუბუქებს გასაჭირს მრავალს
და მოიხედავს შენსკენ იღბალი,
გაახსენდები მაშინვე ყველას,
ალბათ ეს არის სწორედ მთავარი.

დავით კვარაცხელია
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი