ერთი მზერა


ვიღაც შემომხვდა ქუჩაში,
თვალი შემავლო ამრეზით
არ მოვეწონე აშკარად არ
ვიცი რატომ ან რისთვის.

არ შევიმჩნიე ეს მზერა
გზა გავაგრძელე სავალი
იმ ადგილს ცოტა რომ 
გავცდი ნაგვიანევად გავბრაზდი.

სიბერეს ჯერ არ ვუჩივი
ძალიც მერჩის და გონებაც
დავიმსახურე ნეტავ რით
ეს ალმაცერი მოხედვა.

ალბათ არ მოსწონს ლექსები
ჩემს მიერ ნაკოწიწები
ან შეხედვითაც მეტყობა
სულ ცარიელი ჯიბენი.

დავით კვარაცხელია
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი