ადამიანის განცდა
ღამის წყვდიადმა შთანთქა ულამაზესი ხედი, მერე მოვარდა ქარი ააშრიალა ხენი, დიდხანს წიოდა გარეთ არ ეტყობოდა დაღლა თითქოს ებრძოდა ვინმეს უნდოდა მისი დაფლვა. ასე გავიდა ღამე, დილისთვის ქარიც ჩადგა, რიჟმაჟმა მოიტანა სრული სიმშვიდის განცდა. სულ სხვა ძალა აქვს დღის შუქს სხვა ეფექტი აქვს სითბოს, ადამიანის დარდებს სწორედ ისინი ფანტავს. თუმც ისევ მოვა ღამე არ დააყოვნებს ქარიც, კვლავ აგეშლება ფიქრი, შემოგაწვება დარდი. საფიქრალს რა გამოლევს ასე მოაწყო ბედმა და ეს უნარი ფიქრის თუ დიდი დარდის გრძნობა, განაპირობებს სწორედ ადამიანად ყოფნას. დავით კვარაცხელია 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)