ნააზრევი


ადამიანის ცხოვრება დაბადების მომენტიდან არის სიკვდილის მოლოდინი. ადამიანი სწავლობს, შრომობს, ქმნის, ერთობა, მოგზაურობს და ასე შემდეგ მაგრამ ეს ყველაფერი არის გარდაუვალის შიშისგან
ყურადღების გადატანის და შიშის შემსუბუქების
საშუალება. ავადმყოფს რომ დაუსვამენ დიაგნოზს და ერთი წლის სიცოცხლის ვადას დაუსვამენ ის კი ზის და ამ ერთი წლის გასვლას ელოდება ეს არის საშინელება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბედნიერება არის ალბათ სწრაფი მოულოდნელი სიკვდილი როცა
ადამიანი გააზრებას და შიშს ვერ ასწრებს, ხოლო უზენაესი ბედნიერება ალბათ არის სულ რომ არ დაიბადები ის. ვიცი ძალიან პესიმისტურად და მძიმედ გამომივიდა მაგრამ აბა კარგად დაფიქრდით და ისე შეხედეთ ამ ყველაფერს, ყოველგვარი ზღაპრების და მოგონილი ვითომ მაღალი მატერიების გარეშე.

დავით კვარაცხელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი