ელ პრინსიპეა, ჩემო კარგო, ჩემი ქვეყანა!
ეს შენთვისაა, მკითხველო! გზავნილი სიკვდილების მეგაპოლისიდან... ელპრინსიპეა - ჩემო კარგო ჩვენი ქვეყანა! არა, არცერთი რეგიონი ჩვენ აღარ გვგავს! "ნუ მოკლავ ჯაფარას" კი არა, ჩვენ ვდგავართ სიკვდილის ამარა! დილით შენს ფანჯარას ფარდა ოდნავად გამოწეული რომ აქვს დასავლეთით, ეგ არაფერს გამცნობს?! დაწექი, მიადუნე დღე, იქნებ მან სიკვდილებისგან გიხსნას?! დაიმახსოვრე, მკითხველო, ყველაფერი რაც ანათებს, მზე არ არის...! დილით ადრე დგები, სხივი სტიმულატორია, ტანსაცმელს არჩევ, რომ ღამე მეგობრებს შეხვდე და "ენერჯაიზერად" აქციო შენი ერთი ჩვეულებრივი დღე...! შენს კარადას აღებ და ფერად მაისურს არჩევ, ჯერ თეთრი , მერე ყვითელი და მწვანე, მაგრამ არჩევანი კუთხეში როა იმ ბორდოსფერ ჟილეტზე შეაჩერე...! შავი საცვალი - სიკვდილს რომ მოგაგონებს, მწვანე შარვალი - გაზაფხულისა და სიცოცხლის სიმბოლო... აი, იმ სიცოცხლის რკინის კაუჭზე რომ კიდია ბებოს გაწურული ნადუღივით, კატა რომ შესცქერის ვნებიანად. რა იცი მისთვისაც ასეთი ძვირფასია ეგ, როგორც სიცოცხლე ნესტის სუნი რომ ასდის მარად და მზიან დღეს ლეიბივით რომ ამზიურებ...?! ეს დღე არცერთს არ გავს, სურნელიც სინაზესა და ჰარმონიას ერწყმის. ალბათ, იმიტომ რომ უკანასკნელია, ჩამავალი და მილევადი , როგორც რომელიმე ბანძი უნივერსიტეტის მილევადი ფაკულტეტი...! ძალიან, ძალიან გიხდება ბორდოსფერი, შენი ოთახის სარკეში ბოლოჯერ იყურები, რომლისთვისაც სიბერეშიც უნდა შეგეხედა და შენი მკრთალი, მოგონებებ დაგლეჯილი ნაოჭებისთვის გედევნებინა თვალი...! ყველაფერი ირევა, გონება და სული გაორებას განიცდის, მაგრამ შენი სხეული დღეს ყველაზე სიმპათიური და დახვეწილია, როგორც პირველი ღამის ერექცია...! თავი მოგწონს, შენს თავთან მარტო ხარ და ხვდები რომ ულამაზესი დღე გელის, მაგრამ არ გახსოვს, რომ შენი ქვეყანა ელპრინსიპეა - სიკვდილების მავზოლეუმი...! კი, ძალიან გიხდება ბორდოსფერი, მაგრამ ის ვერ გიხსნის ბოლო გაჟრიალებისგან, ამოსუნთქვისგან, რადგან სიკვდილი - დიახ, სიკვდილი დალტონიკია... ის ფერებს ვერ აღიქვამს! მკითხველო, ყოველთვის გახსოვდეს, ყველაფერი რაც ანათებს - მზე არ არის... ის შეიძლება სხივში დამალული ბოლო ამოსუნთქვა, ან თუნდაც ამოძახილი იყოს. ჩვენი ქვეყანა ელპრინსიპეა, ჩემო კარგო, უბრალოდ ჩვენ, ადამიანები, ჩერნობილივით ვდუმვართ... კი, რადიაციაც საშიშია, ის მდუმარებაზე და შიშზე ადრე გხუთავს...!!! ამ ყველაფერზე მეტად მაინც ერთი რამ მტკივა, რომ ს ი კ ვ დ ი ლ ი დალტონიკია.............
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი