დაბრუნება!
მოიწყინე მერანო, სახლში წასვლა მოგინდა, ვხვდები ქართულ მიწაზე ფეხის დადგმა რომ გინდა, მეც ხომ შენებრ ვიწვები, უგზო-უკვლოდ წასული, გამაქროლე სახლისკენ, დავივიწყოთ წარსული! შევცდი ჩემო მერანო, როცა გთხოვე გაქცევა, ამ ცივი სამარედან, მინდა თავის დაღწევა. მინდა რომ დამიტიროს, ჩემმა სატრფომ გულისამ, მინდა სითბო გამიყოს, ძვლებმა წინაპარისამ. გასწი ჩემო მერანო, შენ ჯირითი გიხდება! იქეთ გასწი საითაც, ბუხარს კვამლი უქრება, ჩქარა ჩემო მერანო, არ გაცივდეს კედლები! ჩემს შეცდომის შენდობას, უფალს შევევედრები. მზეს ამოსვლა სწადია, მაგრამ ჩვენ გველოდება, ჩქარა გასწი გაჰქუსლე, ერი შენ გელოდება! საქართველოს ზეციდან გადავპენტოთ ღრუბლები, თავი ასწი მერანო, შენ ნუ მოიღრუბლები! ნახე, ნახე მერანო, მთები იძრა გორანი, არწივს ვერ დააჩოქებს ვერასოდეს ყორანი! საქართველოვ მიყვარხარ! ერთგულებას გპირდები, აწი არსად არ წავალ, აღარ გაგიფრინდები. მერე რა თუ სხეული, ტანზე აღარ შემომრჩა თავ აწყვეტილ გრიგალს ხომ, მხოლოდ ძვლები შემორჩა. ახლა ვითხოვ შენდობას, მოწყალება გაიღე შენგან ცოცხლად წავედი, შინ კი ნეშთად მიმიღე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი