იუდა


მეც ერთხელ მაინც, ვიყავ იუდა
გამიყიდიხარ ოცდაათ ვერცხლად
და როცა სისხლით აივსო გუდა-
შენზე წუხილიც გაფრინდა მერცხლად;
ბრუტუსიც მე ვარ... არვინ იცოდა
თუ კეისარი გეგონე განა?!
როდესაც სული ამოგდიოდა
მე დაგკარ ოცდამესამე დანა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი