Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_06lstkn5pli4pl74o6f3k41v4d, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ნატვრა - დავით რჩეულიშვილი | პოეზია

ნატვრა


იმაზე ვნატრობ ღამითა 
ჟამი რომ დგება ძილისა: 
რომ გული მქონდეს უდრეკი,
გამძლე ყოვლისა ჭირისა; 
ვერ გამიტეხოს ავ სიტყვამ
ნათქვამი ავი პირისა, 
ვერც ამიმაღლოს ქებამა 
დღე რომ დადგება ლხინისა...
არ მწადდეს სხვისი სახელი, 
არ მშურდეს მზისა სხივისა, 
მთვარეც რომ ვიყო მე ბნელი,
ჩრდილიც რომ ვიყო ჩრდილისა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი